Thursday, June 14, 2012

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი

მიყევით ბმულს  http://www.youtube.com/watch?v=Z-c2RVhaft4

იდეალური ქალური სილამაზე ნებისმიერ ეპოქაში



სილამაზე ყოველთვის იყო, არის და დარჩება ადამიანის ნატურია ძალიან ფასეული შემადგენელი ნაწილი. ერთი კია, სილამაზეც ისეთივე მრავალწახნაგოვანია, როგორც თავად ადამიანი. ალბათ სწორედ ამიტომაა, რონ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ხალხისთვის სილამაზის იდეალის აღქმა ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავეული იყო, რომ დაჯერებაც კი ძალიან რთულია.
საინტერესოა, რამდენად ჩაჯდებოდა სხვადასხვა ეპოქისა და ხალხების იდეალი თანამედროვე ჩარჩოებში?
სილამაზის იდეალს ძველ ეგვიპტეში

ტანწერწეტა და გრაციოზული ქალი წარმოადგენდა სქელი ტუჩებითა და მოზრდილი ნუშისებრი თვალებით. გარდა ამისა, ძველ ეგვიპტელ ქალებს როგორმე გუგები რომ გაეფათოვებინათ, თვალებში ძალიან მწარე სითხეს იწვეთებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ძველ ევიპტეში თვალის ყველაზე ლააზ ფერა მწვანე იყო აღიარებული, რომელიც ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და პრინციპში, დღესაც ასეა.(რა თქმა უნდა ეგვიპტეში:D) ჰოოდა სასურველი შედეგი რომ მიეღოთ მაშინდელი ქალები თვალებში მწვანე საღებავსაც ისხამდნენ. გარდა ამისა, მწვანედ იღებავდნენ ხელისა და ფეხის ფრჩხილებს, ქუსლებსაც კიი.

მაიას ტომის ქალები სხეულს წითელი სითხით იღებავდნენ, რომელშიც ძალიან წებოვან და სუნიან ფისს ურევდნენ. გარდა ამისა, სხვადასხვა ფერის საღებავს ისინი სახეზეც ისვამდნენ. ასეთი პროცედურების ჩატარების შემდეგ, მაიას ქალებს ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეეძლოთ.


ძველი ჩინეთის სილამაზის იდეალი პატარა ნაზი ქალი იყო,ციცქნა ფეხებით. არც ერთი ღირსეული ჩინელი მამაკაცი ცოლად არ შეირთავდა ქალს, რომელსაც დიდი ფეხები ჰქონდა. ამ უცნაური მიზეზის გამო, ფეხი რომ მცირე ზომის დარჩეოდა, მშობლები გოგონებს ბავშვობიდანვე საშინელ ტანჯვასა და ტკივილებს აყენებდნენ: ფეხებს ძლიერად უხვევდნენ, რათა არ გაზრდილიყო.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ძველ საბერძნეთში სხეულის წვრთნის მთელი კულტი არსებობდა. ლამაზ სხეულის ეტალონი ბერძნებისათვის აფროდიტეს სკულპტურა გახდა, ზომებით: სიმაღლე 164სმ მკერდის გარშემოწეილოა 86სმ, წელის 69სმ, ხოლო თეძოების 93სმ:D სილამაზის ბერძნული კანონების თანახმად, ქალის ცხვირი სწორი უნდა ყოფილიყო, თვალები კი უზარმაზარი.

ძველ რომში ღია ფერის კანი და ქერა თმა იყო გაბატონებული. სწორედ რომაელმა ქალებმა გამოიგონეს პირველად თმის გაღიავების მეთოდი. კერძოდ, ფერის შეცვლის მიზნით ისინი თმაში თხის რძესა და წიფელის ხის ნაფოტების ნაყენის ნაზავს იზელდნენ, შემდეგ კი მზის სხივებს ეფიცხებოდნენ.

შუა საუკუნეებში უკვე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მიწიერ სილამაზე ცოდვად მიიჩნეოდა, მისით ტკბობა კი სასტიკად იყო აკრძალული:D თმების შეღებვა ძალიან ცუდ ტონად იქნა აღიარებული. მაშინდელი ქალები სხეულსაც და თმებსაც მძიმე ქსოვილებთ იფარავდნენ, რადგან სილამაზის იდეალად ყველა ღვთისმშობელს მიიჩნევდა.

მე-18 საუკუნეში მშვენიერი ქალის მიმართ მუხლის მოყრისკულტი გაჩნდა. ამ დროს ქალს ვარდს ადარებდნენ- იყო ნაზი, ტანწერწეტა, მომხიბვლელი, მოდური, ძალიან პატარა ზომის მკერდით

ღორძინების ხანაში ლამაზი იყო ქალი ფერმკრთალი სახით, გედის კისრითა და მაღალი, პრიალა შუბლით. იმისათვის, რათა ყელი რაც შეიძლება მაღალი გამოჩენილიყო, მაშინდელი ქალები ხშირად კეფაცას იპარსავდნენ.

რა ხდება 21-ე საუკუნეში? ეს ამბავი ალბათ დავადაც კარგად მოგეხსენებათ რაც უფრო შიშველია ქალი…(ბევრი სწორედ ამას აფასებს) თუმცა ზოგიერთების აზრით ეს დიდი სისულელეა.
                             წყარო: http://ucnauri.com/166031/იდეალური-ქალური-სილამაზე/